სავარაუდო, საქართველოს კონსტიტუციაში აღარ ჩაიწერება, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია.
ქვეყნის მთავარ კანონში ასეთი ჩანაწერის გაკეთება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით იყო დაგეგმილი, თუმცა პროექტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, ჩანაწერი ამოღებულია. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დღეს, პარლამენტი, პირველი მოსმენით განიხილავს.
რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხია წარმოდგენილი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი და მეორე მოსმენით და კონსტიტუციური კანონპროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.