“დღეს ვსაუბრობთ მახინჯ, კოლიზიურ, პოლიტიკური კრიზისის შემქმნელი ნორმების გასწორებაზე. რა თქმა უნდა კონსენსუსი არ არის იოლი,როდესაც კონსტიტუცია ძირეულად იცვლება”. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ მივდივართ იმ გზით,რომ საბოლოო კონსენსუსი შედგეს როგორც გუნდის შიგნით, ასევე ჩვენს მოსახლეობასთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან. მთავარია,რომ ეს კონსტიტუცია იყოს ქვეყნისთვის მისაღები და შემდეგ პარტიებისთვის.

მიწასთან დაკავშირებით მოსახლეობა ითხოვდა პრინციპულ ჩანაწერს და ეს გავიზიარეთ. ქორწინებასთან დაკავშირებითაც იყო მოთხოვნა,რომ ყოფილიყო პრინციპული მკაფიო ჩანაწერი და ეს იქნება. შეუძლებელია, რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის ყველაფერი მისაღები იყოს. მთავარი მოკავშირე უნდა იყოს ხალხი.

წინა მთავრობის წევრები არასოდეს აირჩევდნენ მოსამართლეს იუსტიციის საბჭოში,რომელიც აკრიტიკებდა ხელისუფლებას და არ იყო მათი კონტროლის და გავლენის ქვეშ, ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საერთო ინტერესებით, საქმიდან გამომდინარე. ვერავინ იტყვის,რომ ნაზი ჯანეზაშვილი რაიმე ფორმით იყო ხელისუფლებასთან ლოიალურად განწყობილი პირი. ასეთ ადამიანს იუსტიციის საბჭოს არავინ მიაკარებდა. დანარჩენი კანდიდატებიც არც ერთი ფორმით არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან. ისინი აკმაყოფილებენ კანონიდან გამომდინარე არსებულ სტანდარტებს” , – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები