5 წთ წინ
კახა კალაძე: “ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო”
12 საათის წინ
ამირან გამყრელიძე: “არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება”
12 საათის წინ
“საქართველოში 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა”
20 საათის წინ
“ხარვეზი უახლოეს პერიოდში გამოსწორდება” – მერიის პასუხი საბავშვო ბაღებში საკვებთან დაკავშირებით
21 საათის წინ
სააპელაციო სასამართლომ ”ბასიანთან” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

 

ქართული ღვინის ჰოლანდიაში პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს ჰოლანდიელი იმპორტიორები და ჟურნალისტები ეწვიენ,  ჰოლანდიური კომპანია  „Saperavi Wine Agency“-ის დირექტორის ბერნარდ ნაუტას (Bernard Nauta) ხელმძღვანელობით.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია აღნიშნავს, ღვინის მოხმარების საერთაშორისოტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია.

„სწორედ ამის გათვალისწინებით, წლის დასაწყისში ხელშეკრულება გავაფორმეთ ღვინისიმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ახორციელებს ქართული ღვინისიმპორტს ჰოლანდიაში და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მთელი წლის მანძილზე ახორციელებს  სხვადასხვა ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ამ ტურის ფარგლებში რამდენიმე კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რაც არის საფუძველი, რომ მომავალში ქართული ღვინის ექსპორტი ჰოლანდიაში გაიზრდება“ – აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

ჰოლანდიელმა სტუმრებმა ტურის ფარგლებში ქართული ღვინის კომპანიები ქართლსა და კახეთში მოინახულეს და ადგილზე დააგემოვნეს შემდეგი კომპანიების პროდუქცია: „თბილღვინო“, „გოცას ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ფაფრის ველი“, „კონჭო და კომპანია“. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრმა ვიზიტის გახანგრძლივება გადაწყვიტა და ისინი ასევე ეწვევიან კომპანიებს „ძმების მარანი“ და „ბოლნური“.

(Visited 43 times, 1 visits today)

კომენტარები