პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით, ერთპარტიულად მიიღო.

პროექტს 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტში რიგგარეშე სესია 21 ივნისს გაიხსნა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს  21 ივნისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ მიმართა. გუშინ პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა.

რიგგარეშე სხდომის ფორმატში კონსტიტუციის განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა”, მოგვიანებით კი “ევროპულმა საქართველომაც”. განხილვებს ბოიკოტი გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები