ზაფხულის სეზონი ზღვასთან ასოცირდება. სულ მალე ზღვისპირა ქალაქები დამსვენებლებით აივსება. დასვენება, რა თქმა უნდა, კარგია-მაგრამ დაცული დასვენება კიდევ უფრო უკეთესი. „თბილისი თაიმსი“ შავი ზღვის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებლით დაინტერესდა. საშიშია თუ არა შავ ზღვაზე დასვენება, რომელია ყველაზე სუფთა და შედარებით უსუფთაო ტერიტორიები,  აღნიშნულზე – აჭარის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული განყოფილების უფროსი, ნუგზარ პაპუნიძე, გვესაუბრა.

“შავი ზღვის ლაბორატორიულად გამოკვლევა ყოველ წელს ხდება. კატერით გავდივართ 50 მეტრის რადიუსით და შესაბამის სამუშაოებს ვასრულებთ. წელსაც , ისევე როგორც გასულ წლებში,   შავი ზღვის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი სავსებით ნორმალურია. უბრალოდ, წელს თითქმის ყველა წერტილში კანალიზაციის ქსელი კეთდება, რაც ზღვის სისუფთავეზე, თავისთავად, უკეთ აისახება. მოგეხსენებათ, ივლისი-აგვისტოს პერიოდში წყალი თბება, რაც მიკრობიოლოგიური პროცესების გააქტიურებას იწვევს, მაგრამ ეს ზღვის სისუფთავის ხარისხის მაჩვენებელზე შესამჩნევად არ აისახება. ასე რომ, დამსვენელებს შეუძლიათ თამამად ჩამობრძანდნენ და ისიამოვნონ.

შავი ზღვის მასშტაბით ყველაზე სუფთა ტერიტორიებია სარფი, გონიო, კვარიათი. შემდეგ უკვე მოდის ბათუმი და ქობულეთი,”განმარტავს ნუგზარ პაპუნიძე.

ნინო ზარიძე

 

(Visited 74 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*