ბუნების სიყვარული ხელოვნებასა და შემოქმედებას კიდევ უფრო მიმზიდველს და დახვეწილს ქმნის. სწორედ ასე შეურწყა ხელოვნება ბუნებას ან პირიქით, ბუნება ხელოვნებას „Mountain Jewelry Georgia“-მა. ხელნაკეთი აქსესუარების ქართულმა ბრენდმა, რომელიც რამდენიმე წელია, რაც საქართველოში არსებობს და საკმაოდ პოპულარობითაც სარგებლობს საქართველოში. „თბილისი თაიმსი“ ესაუბრა „Mountain Jewelry Georgia“-ს დამფუძნებლებს შალვა ზვიადაურს, ირაკლი მარგველაშვილს და მიხეილ ზიბზიბაძეს ბრენდის შექმნის ისტორიასა და მისი წარმატების შესახებ.

მოგვიყევით თქვენზე, როდის შეიქმა თქვენი ბრენდი?

– Mountain Jewelry Georgia-  არის ძირითადად ხელნაკეთი სამკაულების სახელოსნო. იგი შეიქმნა 2014 წელს, გვერდი აქტიური მუშაობის  ფაზაში გადავიდა დაახლოებით 2015 წლის ოქტომბერში. მას შემდეგ აქტიურად ვქმნით სამკაულებს სხვადასხვა დიზაინით.

საიდან მოდის თავად ბრენდის სახელი?

– პირველი ბეჭედი რომელიც დამზადდა, იყო მთების გამოსახულებით. ამის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა მთების თემატიკიდან გამომდინარე სახელი მთსთან კავშირში ყოფილიყო. რადგან საქართველოში მზადდება ნივთები  სახელწოდებაში ჩვენი ქვეყანაც სწორედ ამიტომ ფიგურირებს.

რა სახის სამკაულებს ქმნით?

– სახელოსნოში იქმნება, როგორც საქორწინო ნივთები, ასევე სტანდარტული და არასტანდარტული დიზაინის ბეჭდები, სამაჯურები, გულსაკიდები და საყურეები.

მხოლოდ სამკაულებს ქმნით თუ სხვა ნივთებსაც?

– სახელოსნოში იქმნება მხოლოდ სამკაულები, გვაქვს სხვა იდეებიც, რომელიც უახლოეს მომავალში დაემატება და უფრო მრავალფეროვანს  გახდის სახელოსნოს.

რა მასალას იყენებთ?

– ნივთები მზადდება მხოლოდ ვერცხლისა და ოქროსაგან. სხვა მასალას არ ვიყენებთ.

როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია?

– ჩვენი ნივთების 90% არის თავიდან ბოლომდე ხელით დამზადებული, რაც სამწუხაროდ, საქართველოში ძირითადად არ ფასობს, რადგან თითქმის არ ირჩევა დანადგარით და ხელით გაკეთებულ ნივთებს შორის სხვაობა. ამის გამო გვიწევს ფასები მაქსიმალურად დაბავალანსოთ და დავწიოთ რეალურ ფასებთან შედარებით, რათა გათვალისწინებული იყოს ყველა სახის მომხმარებელზე, რომ მაქსიმალურად  ყველამ შეძლოს MJG – ს პროდუქციის შეძენა.

ინდივიდუალურ დიზაინებს ამზადებთ თუ არა?

– იმის  გამო რომ  ნივთები ხელნაკეთია, თითოეული ნივთი ასე თუ ისე ინდივიდუალურია, როგორც მოგეხსენებათ, ხელით ზუსტად ერთნაირი ნივთების დამზადება შეუძლებელია. ვამზადებთ როგორც სტანდარტულ ნივთებს, ასევე ინდივიდუალურს. გააჩნია მომხმარებელს როგორი სახის დიზაინის დამზადება სურს.

სად შეიძლება თქვენი სამკაულების შეძენა?

– შეკვეთებს ვიღებთ ონლაინ და შემდეგ ვიწყებთ ნივთების დამზადებას, მზა პროდუქცია არ გვაქვს სახლოსნოში, რადგან თითოეულ მომხმარებელზე ვართ ორიენტირებული და მათ გემოვნებას ვითვალისწინებთ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– სამომავლოდ საკმაოდ ბევრი გეგმა და იდეა გვაქვს. მუდმივად ვცდილობთ დავამატოტ და შევქმნათ რაღაც სხვა და რაღაც განსხვავებული. ამიტომ, სამომავლოდაც კვლავ ვაპირებთ  გაფართოებას და ხელოვნების სხვა მიმდევრობის დამატებას.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 395 times, 2 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*