„ბორჯომის“ პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში ახალი ხაზი ამოქმედდა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანია „ბორჯომს“ ახალ განსხვავებულ შეფუთვაში ჩამოასხამს. ამასთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსს“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნიცა ჩოლოყაშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგი სიახლე იქნება ქართველი მომხმარებლისთვის, კომპნაიამ დაიწყო არასტანდარტული, ექსკლუზიური შეფუთვით მხოლოდ 0.33  ლიტრიანი ალუმინის ქილებში ჩამოსხმა. „ბორჯომი“ ახალ ალუმინის ქილის შეფუთვაში ივლისიდან გამოჩნდება.“

ნიცა ჩოლოყაშვილის თქმით, ბორჯომის ალუმინის ქილის ფასი 0.90 ლარი იქნება.ეს ყველაფერი კომპნანიას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მიიზიდოს და მინერალური წყლის ბაზარზე ახალი სტანდარტები დაამკვიდროს.

როგორც ცნობილია, კომპანიამ ინოვაციური პროექტი 5-მილიონიანი ინვესტიციის საფუძველზე განახორციელა.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 69 times, 1 visits today)

კომენტარები