“უშიშროების საბჭოს, კოლექტიური სათათბირო ორგანოს მთავარი ფუნქცია არის პოლიტიკური თათბირი უსაფრთხოების სისტემაზე. ამ თათბირში მონაწილეობენ უშიშროების საბჭოს წევრები, ამიტომ  უცნაურია,როდესაც თავად წევრისგან ისმის მოსაზრება, რომ საბჭო ნულოვანი ეფექტურობით მოქმედებს”. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა “მაესტრო”-ს ახალ ამბებთან ინტერვიუსას ისაუბრა.

“ეროვნული უსაფრთხოების სისტემა პირველ რიგში უნდა პასუხობდეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. პრობლემა ვიცით, ეს თვალსაჩინოა.გამოწვევებია, საქართველოს ტერიტორიების არსებული ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის არაღებული ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტაზე, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მცოცავი ბორდერიზაცია.

ყველაზე დიდი საფრთხე რაც საქართველოს და ასევე ნატო-ს ქოლგის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ემუქრებათ, არის ე.წ ჰიბრიდული გამოწვევები, უკრაინაში რამდენი ხანია არადეკლარირებული ომი მიმდინარეობს. პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე იწვევს უშიშროების საბჭოს, აქაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. შარშან 6-ჯერ შეიკრიბა საბჭო.

დღის წესრიგი საჯაროა და ნახავთ, რომ იქ განსახილველი საკითხები უმნიშვნელოვანესია, მათ შორის სამხედრო სტრატეგია, ოპერატიული თავდაცვის გეგმა. დღის წესრიგისგან განსხვავებით, შინაარსი, თუ რაზე მიდის საუბარი და რა გადაწყვეტილებები მიიღება, არის საიდუმლო” , – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები