უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ძალისხმევით, მონტენეგროსა და საქართველოს შორისკეთილმეგობრული ურთიერთობების დინამიკიდან გამომდინარე, მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით,მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონტენეგროსტერიტორიაზე ვიზის გარეშე შესვლა და დარჩენა არაუმეტეს 30 დღისა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველოს ელჩის ზაზა კანდელაკის შეხვედრა მონტენეგროს საგარეო საქმეთა დაევროპული ინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მათ შორის საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთანსელიმ ლიკასთან.