13:30 საათზე გიორგი კვირიკაშვილი გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება.  საწარმოში 40  მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

16:30 საათზე პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის სექტორში  უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის–შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.

შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.  ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით. შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*