“ვინმეს თუ ჰგონია, რომ ასეთი „ფართხაფურთხით“ ამ პროცესის გაძღოლა შეიძლება, როგორიც არის კონსტიტუციური ცვლილებები. ეს ხომ არ არის კანონი, რომ მუხლი და მძიმე გადაასწორო”.  ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” დარჩა მარტო სახლში. როდესაც “პატრიოტთა ალიანსი” და “ნაციონალური მოძრაობა”, რომლებიც ერთ ოთახშიც ვერ ჩერდებიან, ერთნაირად აკრიტიკებენ ამ პროცესს, და ამას რომ დავუმატოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინმემ ეს მმართველ გუნდში უნდა დაინახოს,როგორც სიმპტომი, კარდიოგრამა ადამიანისა,რომლის გულის მდგომარეობაც კარგად არ არის და შესაბამისად უნდა მოიქცეს.

ვენეციის კომისიის ერთ-ერთი პატარა რეკომენდაციაა,რომ თუ პრეზიდენტს აირჩევთ არაპირდაპირი წესით, ფარული კენჭისყრა არ არის რეკომენდირებული, არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალეო. რა უნდა ამის შესრულებას. თუ გადადის ხელისუფლება არაპირდაპირ არჩევნებზე,  მარტივია ამ წვრილმანის გათვალისწინება. ასეთ ტექნიკურ საკითხებზეც არ იყო მზად ამ ტექსტის ავტორი. ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ვერსია და დღეს მიღებული პროექტი არის სრულიად განსხვავებული” , – განაცხადა ანა დოლიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 82 times, 1 visits today)

კომენტარები