„შორენა თეთრუაშვილისგან გახადეს მართლაც “ვეშაპი”. ვერ დავიჯერებ იმას, რასაც ამბობენ. ის არ არის ისეთი “ვეშაპი”, როგორიც ხალხს ჰგონია“, ამის შესახებ მამა სერაფიმემ, სოფელ ქანდის მამათა მონასტრის წინამძღვარმა,  “ტვ პირველზე”, გადაცემა “რეაქციას” ეთერში ისაუბრა.

„შარშან როდესაც მე ვერავინ დამიდგინა რა მჭირდა, თვენახევარში 16 კილო დავიკელი. დამირეკა შორენა თეთრუაშვილმა, მან ჩემთვის, უცნობი სასულიერო პირისთვის ყველაფერი გააკეთა, პროფესორები ფეხზე დააყენა, რომ ყურადღება მოექციათ. მამა გიორგი მამალაძესთან არანაირი შეხება არ მქონდა და ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, წარმოუდგენელია მსგავსი ქმედება ნებისმიერი სასულიერო პირისგან.

რთულია, როცა სასულიერო პირი 4 თვის განმავლობაში კი არა, ერთი კვირაც კი იყრის ზიარებას. თუმცა, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მსგავსი ფაქტები ბევრჯერ მომხდარა. ადამიანმა ეს უნდა მიიღოს, როგორც ღვთის ნება და თუ ის ეწამება, როგორც მართალი, ესეც უნდა მიიღოს, რომ სიმართლისთვის ეწამება.

ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა იერარქს გამოუატანია სასჯელი, როცა სასულიერო პირი არ ეზიარებოდა. ამაში დიდ დარღვევას ვერ ვხედავთ. ყველაზე დიდი მაგალითია სალოსი გაბრიელი, რომელიც დიდი ხანია იყო დასჯილი. ის ამას იტანდა და ღმერთმა დაუგვირგვინა დიდი მადლით“ , – განაცხადა მამა სერაფიმემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 55 times, 1 visits today)

კომენტარები