“ჩვენ სასესიო დარბაზში არ  ვართ მარტო, აქ ვართ საზოგადოების მხარდაჭერით. არ მგონია, რომ პარტიები დაფინანსებას იმისთვის იღებდნენ,რომ დატოვონ დარბაზი და არ დაამტკიცონ მათი არგუმენტები”. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

“ანა დოლიძეს არ აქვს რეალური ინფორმაცია, თუ რა ხდება საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში. როდესაც პრეზიდენტი კონსენსუსისკენ მოგვიწოდებს, გაორება შეგვიძლია დავარქვათ. ის თვითონ იყო პირველი, რომელიც გამოეთიშა პროცესს და უარი თქვა ჩართულობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეზიდენტის მოვალეობა იყო.

პრეზიდენტიც და ოპოზიციური პარტიებიც დარჩნენ კონტრარგუმენტების გარეშე მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს არის ბევრად უკეთესი კონსტიტუციის პროექტი, ვიდრე ახლა გვაქვს. ეს არის პოლიტიკური თამაში და უკან გულწრფელობა არ აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა გააკეთეს ბევრად მეტი საქმე, ვიდრე ყველა ოპოზიციურმა ძალამ ერთად. სამოქალაქო სექტორის შემოთავაზებების 2/3 გათვალისწინებულია. ნუ გავაიგივებთ არასამთავრობოებს პრეზიდენტის განცხადებებთან. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” პიარული მიზანი, რომ მოიაზრებოდეს პრეზიდენტთან და არასამთავრობოებთან ერთად” , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*