„ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყო კახი კალაძის კანდიდატურის წამოყენება.კალაძეს მისცა საშუალება გამოავლინოს ამბიცია და შესაძლოა შემდეგ გამოიყენოს გუნდის შიდა დაპირისპირებები.ესეც რაღაც თამაშია, ბიძინა ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს რაღაც,რაც არ გვესმის“. ამის შესახებ, პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ისაუბრა.

„ხალხს ერთი მხრივ, არანორმალურად მიაჩნია ვითარება,როდესაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ერთია. ამ დროს კი ის აშკარად არ უჭერს მხარს პარტიას არჩევნებში. რთულია გაზომვა როგორ აისახება ეს არჩევნებზე. მისი არჩევნებში ჩართვა არის აღიარება, რომ ეს ჩემი ხალხია, ჩემი გუნდია, ჩემები არიან და ხმა მიეცით. როდესაც ის ამასაც არ აკეთებს, კიდევ უფრო აბუჩად აგდებაა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დიდი ავანტურა იქნებოდა, „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირებას და სხვა პარტიის დასაყრდენად გახდომას რომ ცდილობდეს.

მიჭირს მისი ჩანაფიქრების ბოლომდე წვდომა, მას აქვს პრეტენზია,რომ დიდი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს და რაღაცების ჩახლართვა შეუძლია. აქამდე იმ თანამდებობებზე, რაც პირდაპირ არჩევითია, ისეთ კანდიდატებს არჩევდა, რომლებსაც არ ჰქონდათ დამოუკიდებლად არსებობის საშუალება. მარგველაშვილის შემთხვევაში შეეშალა, პრობლემებს მაინც უქმნის, ნარმანია იდეალური იყო. მას არანარი პოლიტიკური ფიზიონომია არ აქვს, პოლიტიკური ფიგურა არ არის. კალაძეს მეტნაკლებად აქვს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბების პოტენციალი. ეს ჩემთვის გარკვეული საიდუმლოა“ , – განაცხადა გია ნოდიამ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*