„თბილისი თაიმსის“ მორიგი ბლიც-გამოკითხვა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის სადაზღვევო და მობილური კავშირით მომსახურებას ეხებოდა.

ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი 20 ბანკიდან გამოკითხულია 13 : საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, ProCredit Bank, BTA Bank, VTB Bank Georgia, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი, ინვესტბანკი, KOR Standard Bank, ტაოპრივატბანკი, ქართუ, ConstantaBank.

გამოკითხული 13 ქართული ბანკიდან ადგილობრივი მობილური ოპერატორი Magti ემსახურება7 მათგანს, ხოლო Geocell-ი – 2.

სადაზღვევო მომსახურებას აღნიშნული ბანკებიდან ორს – არდი ჯგუფი , ასევე ორს- GPI Holding -ი უწევს. ამასთან, ორ ბანკს ამ ბანკების მიერ შექმნილი კომპანიები ემსახურება.

ბანკების მიხედვით მონაცემები შემდეგია: საქართველოს ბანკს ემსახურება ადგილობრივი მობილური ოპერატორი Geocell-ი, დაზღვევის (ქონების და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა) მომსახურებას კი Aldagi BCI-ი ახორციელებს, აცხადებენ ბანკში.

 ლიბერთი ბანკს ემსახურება ადგილობრივი მობილური ოპერატორი – Magti, ხოლო დაზღვევას ახორციელებს იმედი-L-ი.

BTA Bank-ს კომპანია Magti-ი უწევს მომსახურებას, ხოლო დაზღვევას კომპანია არდი ჯგუფი ახორციელებს.

VTB Bank Georgia-ს დაზღვევის მომსახურებას GPI Holding-ი უწევს, ხოლო მობულურ მომსახურებას კომპანია Magti.

InvestBank-ს არდი ჯგუფი აზღვევს, ხოლო ბანკი კორპორატიული კლიენტია – Magti.-ის.

Halyk Bank Georgia-ს დაზღვას უზრუნველყოფს ic group-ი, ბანკს კონკრეტული მობილური ოპერატორი არ ემსახურება (თანამშრომლები კორპორატიული ნომრებით არ სარგებლობენ).

ქართუ ბანკი-ს ემსახურება ორივე მობილური ოპერატორი როგოც Geocell-ი ასევე Magti, ხოლო სადაზღვევო მომსახურებას  ქართუ  უწევს.

TaoPrivatBank-ს ბანკს აზღვევას – Tao, ხოლო მობილურ მომსახურება უწევს – Magti.

ConstantaBank – ს სადაზღვევო მომსახურებს უწევს GPI Holding-ი, ხლო მობილური ოპერატორი Magti-ი ემსახურებ.

გამოკითხულმა 4 კომპანიამ: ბაზის ბანკმა, თიბისი ბანკმა,  KSB  ბანკმა, Procredit Bank-მა მონაცემების  მოწოდებისგან თავი შეიკავა, მიზეზად კი ინფორმაციის კონფიდენციალურობა დასახელდა.

 

14.09.13

 

 

 

(Visited 135 times, 1 visits today)

კომენტარები