აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებასა და რისკების შემცირებას ისახავს მიზნად.  ამჟამად, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 3 სადაზღვევო კომპანიაა ჩართული. როგორ ტარიფებს სთავაზობენ კომპანიები მომხმარებლებს და როგორ ვითარდება აგროდაზღვევის კულტურა საქართველოში, აღნიშნულზე “თბილისი თაიმსს” სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენელი ესაუბრა.

რამდენად მოიხმარენ აგროდაზღვევას მეწარმეები, ფერმერები, გლეხები საქართველოში? რამდენი ადამიანი სარგებლობის თქვენი კომპანიის მიერ შეთავაზებული აგროდაზღვევითბოლო წლებში, დაზღვევის ეს კულტურა თუ გაიზარდა?

– ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გროდაზღვევის კულტურა საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.  პროგრამის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროექტმა შეუწყო ხელი. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო გლეხების ინფორმირების საკითხებში აქტიურად არის ჩართული. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს კომპანიას, ამ ეტაპზე, ,,ალდაგის“ აგროდაზღვევის პროდუქტით 5000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. აგროდაზღვევის  პროექტის დაწყებამდე ყველა რეგიონში გლეხებთან საინფორმაციო ფორმატის შეხვედრები  ჩატარდა და კამპანიას ახლაც აქტიურად განვარგძობთ.  გლეხების ინფორმირებას ვახდენთ, როგორც სადაზღვევო აგენტებისა და საინფორმაციო ბუკლეტების,  ისე სატელევიზიო რგოლების მეშვეობით.

მომხმარებლებს, კონკრეტულად, როგორ პირობებს სთავაზობთ, რა ტარიფები გაქვთ?

– აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის პირობები და ტარიფები  სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი და ყველა სადაზღვევო კომპანიისთვის  სტანდარტულია.

როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში, აგროდაზღვევისადმი ინტერესი რამდენად გაიზრდება? ამ კუთხით, თქვენს სადაზღვევო კომპანია მომხმარებლისთვის რაიმე სიახლის შეთავაზებას ხომ არ გეგმავს?

– აგროდაზღვევის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენმა კომპანიამ წელს, კიდევ დამატებით ოთხ რეგიონში გახსნა ოფისები, სადაც მომხმარებლებს  აგროდაზღვევის პოლისების შეძენის საშუალება ეძლევათ.  დაფარვის არეალის გაზრდასა და აგროდაზღვევის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს მომავალშიც ვგეგმავთ.

“თბილისი თაიმსი” დანარჩენ ორ კომპანიას –,,აი სი ჯგუფს“ და ,,ჯიპიაი ჰოლდინგს“  დაუკავშირდა, თუმცა, მათ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები