პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS 2017“, ქართული ღვინისმწარმოებელი კომპანია  „მეღვინეობა შილდა“-ს ღვინოებმა – „ქისი 2015“ (თეთრი მშრალი)  და „მუკუზანი 2015“ (წითელიმშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა.

აღნიშნული კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება.  საქართველო წელსპირველად იყო წარმოდგენილი კონკურსის ჟიურიში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა დასაზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე იყო მიწვეული. როგორც მანაღნიშნა,  კონკურსი „GALICJA VITIS“ პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობამიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში. მოპოვებული ოქროს მედლები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისგაზრდისთვის პოლონეთში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად დამკვიდრდა ქართული ღვინისექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. აღსანიშნავია, რომ კონკურსს წელს პირველად დაემატა კატეგორია: ქვევრის ღვინო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში ექსპორტის ზრდისკუთხით პოლონეთში“ – განაცხადა თამთა ყველაიძემ.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო 6 ქვეყნის 25 პროფესიონალი, რომლებმაც მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყნის 434 ღვინო შეაფასეს.

კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS. 2016 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა Galicja Vitis-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლისსაფუძველზეც ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ქალაქ ქალაქ იასლოს ღვინის აკადემიის სკოლაშიშეისწავლიან.

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*