„ნაციონალურმა მოძრაობა“ თბილისის მერობის კანდიდატად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. ცერემონია მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.

თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიამ დაასახელა და აღნიშნა, რომ ის მოდის პოლიტიკაში, რომ მოიგოს გარდამტეხი ბრძოლა თბილისისთვის და თბილისელებისთვის.

„კაცი, რომელსაც წარმოგიდგენთ, უკვე არის გამარჯვებული. წლების განმავლობაში მან არაერთხელ გაიმარჯვა, როგორც ჟურნალისტმა, როგორ პროფესიონალმა და როგორც მოქალაქემ. ის ხალხთან ერთად იცავდა თავისუფალ სიტყვას. ის მრავალჯერ იყო გამარჯვებული წარსულში. მისი მთავარი გამარჯვება არის წინ“, – განაცხადა მელიამ.

ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დღეს ყველა თბილისელისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილზე იღებს გამოწვევას და ერთვება არჩევნებში.

„მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. მოვიდა დრო მოვისმინო თქვენი აზრი, თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახელებში, პარკებსა და სკვერებში, ყველგან, სადაც ხართ, ყველგან, სადაც თბილისია. მოვიდა დრ,  მოვიდე თქვენთან, გავიგო, რა გიჭირთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად. დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, არასდროს ყოფილა ჩვენი ქალაქი მიტოვებული ისე, როგორც დღეს. არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა არ დარჩენილა. მე, როგორც ჩვენ, ვარ გაბრაზებული. მე გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი ვარ. მინდა, თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

(Visited 66 times, 1 visits today)

კომენტარები