ადრენალინის მოყვარულთათვის თბილისში კიდევ ერთი ატრაქციონი გაიხსნა. თუ აქამდე ბოტანიკური ბაღი მხოლოდ რეკრეაციულ ზონას წარმოადგენდა, ამჟამად დამთვალიერებლებს როგორც დასვენების, ასევე, გართობის საშუალებაც ექნებათ.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში Zip-Line ატრაქციონი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, დაესწრო.

ატრაქციონით გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერით, ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ჩასრიალებაა შესაძლებელი. ორ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, სიმაღლე – 30 მეტრი.

Zip-Line-ით დაშვებისას სწრაფი და ნელი რეჟიმები მოქმედებს. ატრაქციონზე ყოფნის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 30 წამს შეადგენს. ვიზიტორებს Zip-Line-ით სარგებლობა ყოველ დღე, დილის 10-დან საღამოს 9 საათამდე შეეძლებათ.

ნინო ზარიძე

 

(Visited 182 times, 1 visits today)

კომენტარები