თბილისში კინოკოლეჯი იხსნება. მისი მიზანია საქართველოს კინო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური, საშუალო რგოლის სპეციალისტების მომზადება.  კოლეჯი კერძოა, მისი დამფუძნებლები არიან უკრაინელი და ქართველი პროდიუსერები.

27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება თბილისის კინოკოლეჯის გახსნისადმი მიძღვნილი ინტენსიური კურსები კინოწარმოებაში.   კურსის პირველ გაცნობით ღია ლექციაზე, რომელიც 27 ივნისს 11 საათზე  „ფაბრიკაში“ (ნინოშვილის ქ. 8#) ჩატარდება, დასწრება თავისუფალია.

28 ივნისიდან – 2 ივლისის ჩათვლით ტრეინინგები ფასიანი იქნება და ისინი კინოსტუდია „ქართული ფილმის“  პავილიონში გადაინაცვლებს. საუკეთესო კურსდამთავრებულები კინო კოლეჯში სწავლას, რომელიც 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყება, შეღავათიან ფასებში შეძლებენ. ინტენსიურ  კურსებს და მასტერკლასებს Tbilisi Cinema College რეგულარულად ჩაატარებს.

პროგრამა მოიცავს როგორც ღია სამოტივაციო მიმოხილვით ლექციებს ნებისმიერი მსურველისთვის, ასევე ფასიან ინტენსიურ კურსებს.

კურსები გულისხმობს  ლექციებს და ინტერაქტიულ ტრეინინგს  კინოწარმოების სამი მიმართულებით:

  • ადმინისტრაციული ფაკულტეტი – MiroslavMogorovic, Producer, Serbia
  • ტექნიკური ფაკულტეტი – Serge Roman, Director ofPhotography, Spain
  • სამხატვრო ფაკულტეტი – Piotr Wyrzykowski, Production Designer, Poland

კურსები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან:  მაღალი რანგის მოწვეული საერთაშორისო ლექტორები გაუზიარებენ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას და მისცემენ პრაქტიკულ დავალებებს.

სტუდენტები ლექტორების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებენ ვიდეოპროდუქტის შექმნის ყველა ეტაპის გავლას: დასაწყისიდან ფინალამდე,  (თავდაპირველი სცენარის მიღება, გადაღება, მონტაჟი და გახმოვანება). კურსები  წარმოადგენს კინოწარმოების პროცესის სრულ იმიტაციას. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ იმუშაონ მაღალი დონის ტექნიკით.

კურსის დამთავრების შედეგად, სტუდენტები მიიღებენ როგორც მათ მიერ რეალიზებულ კინოპროდუქტს, ასევე რეცენზიებსა და რეკომენდაციებს ლექტორების მხრიდან.

განრიგი

27 ივნისი. „ფაბრიკა თბილისი“.

  1. 00 – გაცნობითი ღია ლექცია
  2. 00 – პრესკონფერენცია
  3. 00 – ადმინისტრაციული მიმართულების შესავალი ლექცია

28 ივნისი. კინოსტუდია „ქართული ფილმი“.

  1. 00 – ტექნიკური მიმართულების შესავალი ლექცია
  2. 00 არტდეპარტამენტის შესავალი ლექცია

29 ივნისი. კინოსტუდია „ქართული ფილმი“.

  1. 00 – ინტენსივის სამივე მიმართულების ლექციები(პარალელურად)

30 ივნისი. კინოსტუდია „ქართული ფილმი“.

  1. 00 – საერთო სემინარი ყველა მიმართულების სპეციალისტებთან. დავალებების მიღება. ჯგუფებად დაყოფა

1 ივლისი. კინოსტუდია „ქართული ფილმი“.

  1. 00 – გადაღება მიმართულების სპეციალისტებისა და მენტორების დახმარებით.
(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*