ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, საქართველოს საგარეო სამინისტროს ინიციატივით და ძალისხმევით ალიკანტესუნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლისშედეგადაც ალიკანტეს უმდიდრეს საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყობა ქართული კუთხე. წიგნების პირველი ნაწილი უკვემიეწოდა ბიბლიოთეკას. ქართულ კუთხეში განთავსებული იქნება, როგორც ქართველი მწერლების ნამუშევრები, ასევე, ესპანური ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანები. მემორანდუმის ფარგლებში ასევე გამოითქვა მზაობა თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის და ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ფაკულტეტების დამეგობრებასთან და ესპანეთსადა საქართველოში ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების ჩატარებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დორექტორის მოადგილემ ვარლამბაძაღუამ გამართა  შეხვედრა ალიკანტეს უნივერსიტეტის რექტორთან მანუელ პალომართან და რამდენიმე ფაკულტეტებისდეკანთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდა სენატორი ფრანკო გუტიეზი, რომელიც ესპანეთში  ქართული დიასპორის ქომაგია.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა  შეხვედრა ესპანეთში მოქმედ  დიასპორულ ორგანიზაციასთან ,,საქართველოსრესპუბლიკა და ემიგრანტები’’, სადაც განხილული იქნა დიასპორის პროგრამები და დიასპორის სახელმწიფოს სტრატეგია„ერთიანი დიასპორა ძლიერი საქართველოსთვის“.  აღნიშნულ ასოციაციასთან  ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაცისწავლება ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ქართული ფოლკლორი.  ასოციაცია სისტემატურად მონაწილეობსქალაქის მუნიციპალიტეტის  დღესასწაულებში, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და  საერთაშორისოფესტივალებში, სადაც  წარადგენს საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს.

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*