მსოფლიო ბანკმა საუკეთესო 10 ეკონომიკის მქონე ქვეყანის სია წარმოადგინა. შეერთებული შტატების მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობით პირველ ადგილს იკავებს. მისი წლიური შემოსავალი 18 ტრილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც მსოფლიო ეკონომიკის მეოთხედს 24,3%-ს წარმოადგენს.

შეერთებულ შტატებს მოჰყვება ჩინეთი 11 ტრილიონი აშშ დოლარით. იაპონია მესამე ადგილზეა 4,4 ტრილიონი დოლარით, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის 6%-ს წარმოადგენს.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ისინი დანარჩენ სარეიტინგო ადგილზებზე არიან გადანაწილებული. გერმანია მეოთხე ადგილს იკავებს 3,3 ტრილიონი აშშ დოლარით, დიდი ბრიტანეთი 2,9 ტრილიონი აშშ დოლარით, საფრანგეთი კი 2,4 ტირილიონი დოლარით მე-6 ადგილზეა.

მეშვიდე ადგილი დაიკავა ინდოეთმა 2 ტრილიონი აშშ დოლარით, იტალიამ მე-8 (1,8 ტრილიონი აშშ დოლარი).  მე-9 ადგილი ერგო ბრაზილიას (1,8) და მე-10 კანადას (1,5).

აშშ-ს დომინანტობა რა თქმა უნდა, დიდხანს არ გაგრძელდება, ექსპერტებს ამის თქმის საშუალებას კვლავ რაოდენობრივი მონაცემები აძლევთ. თუ ჩინეთის ეკონომიკა მხოლოდ 2016 წელს 6,7%-ით გაიზარდა, აშშ-ს კი 1,6%-ით, სავარაუდოა რომ რამდენიმე წელიწადში ჩინეთი პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. საინტერესოა ასევე ამ მაჩვენებელში ინდოეთის მონაცემებით, იგი ძალიან მცირედით ჩამორჩება ჩინეთს, მან 2016 წელს 6,6%-იანი მოგება ნახა.

ნათია კეკენაძე

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*