რა მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ჩინეთში? – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გვთავაზობთ ხუთ მნიშვნელოვან ფაქტს ჩინეთის ეკონომიკის შესახებ.

  1. ჩინეთი ახალი ქალაქის მშენებლობას იწყებს

ახალი ქალაქის სახელი უკვე შერჩეულია, ქალაქი Xiongan  ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში აშენდება და იქნება მწვანე, თანამედროვე, გარემოსდაცვით კონცეფციებზე მორგებული და ინოვაციური. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, ახალი ქალაქი ორი მანჰეტენის  სიდიდის იქნება.

ქალაქის მშენებლობის მიზეზი ჩინეთის მოსახლეობის ზრდაა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლისთვის ქვეყანას 200 ქალაქი ეყოლება, რომლებშიც მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს. ამდენად, საჭიროებაა რომ მოსახლეობა გადანაწილებულ იქნას და ამ საჭიროების გატარებას ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებითა და ინიციატივებით გეგმავს.

  1. ჩინეთი მსოფლიოს რიგით მეორე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. მისი შემოსავალი 11 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ეს თანხა მსოფლიოს მშპ-ს 14,8%-ია.
  2. „Sharing economy“- ე.წ „გაზიარებული ეკონომიკა“ ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი ახალი ტრენდია. ამ კონცენფციის მიხედვით, ჩინეთში შესაძლებელია ყველაფრის თხოვნა, ყიდვის მაგივრად. ფიქრობენ, რომ 2020 წლისთვსის ჩინეთის ეკონომიკის 10% სწორედ „გაზიარებული ეკონომიკაზე“ იქნება დაფუძნებული.
  3. ჩინეთი ერთ წელიწადში იმაზე მეტ ინვესტიციას დებს განახლებად ენერგიებში, ვიდრე ყველა ქვეყანა ერთად.

ეს ქვეყანა უკვე მიჩნეულია,როგორც მზის ენერგიის გენერატორად. 2017 წლის ბოლოს ჩინეთი იწყებს ააშენოს მსოფლიოს ყველაზე დიდი მზის ენერგიის გენერატორი. მიუხედავად არსებული პოზიტიური ცვლილებებისა ქვეყანაში ისეთი პრობლემები,როგორიცაა დაბინძურებული წყალი და ჰაერი, მაინც იზრდება. მიწისქვეშა წყლების 80% დაბინძურებულია.

  1. ჩინეთი მეორე „აბრეშუმის გზის“ გაყვანას იწყებს. ახალი ინიციატივით გაიხსნება მეორე სავაჭრო კორიდორი, ერთი მათგანი ჩინეთს დააკავშირებს დასავლეთით მეზობელ ქვეყნებთან: ცენტრალურ აზიასთან, შუა აღმოსავლეთთან და ევროპასთან. ჩინეთმა უკვე გამოყო 1 მილიარდი აშშ დოლარი ამ პროექტისთვის.

ნათია კეკენაძე

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*