„თბილისსა და რუსთავს შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არსებობს, თუ მოხდება მისი განვითარება, ევროპული სარკინიგზო სტანდარტების დანერგვა, სავსებით შესაძლებელია ამ ხაზის განვითარება. ამ ხაზის გარემონტება ნაკლები დაჯდება, ვიდრე ტრამვაის ხაზის გაყვანა“. ამის შესახებ ეკო-ტრანსპორტ ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა. დედაქალაქის მთავრობის ინიციატივით, თბილისი რუსთავს შესაძლოა მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის საშუალებით დაუკავშირდეს.

„ „შტადლერის“ ორსართულიან მატარებელს შეუძლია ამ ფუნქციის შესრულება და 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა.  გაუგებარია, რატომ ვსაუბრობთ ახალი სისტემის დანერგვაზე, ტრამვაიზე. დიდი ხანია თბილისში ტრამვაის შემოყვანაზე არის საუბარი, მაგრამ ეს პროექტი არც კი დაწყებულა. ეს არის უბრალოდ წინასაარჩევნო პოპულიზმი და არ ეფუძნება არანაირ კვლევებს.

პერსპექტივა აქვს, ყველაფერი შესაძლებელიაა, მაგრამ როცა არსებობს რაღაც დოზით თუნდაც შემადგენლობა, შტადლერის მატარებლის სახით და მისი ფუნქციაა მოკლე მანძილებზე გადაადგილება, გაუგებარია ახლის დამატება რა საჭიროა.  მითუმეტეს, ეს ტრანსპორტი განკუთვნილია მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებზე, ის გადაადგილდება იმ სივრცეში, სადაც ავტომობილი გადაადგილდება. ტრამვაის ქსელებით ჯობს გარეუბნები, დიღომი, გლდანი მეტროსადგურებთან დავაკავშიროთ“ , – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

 

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები