თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის“ მოქმედ რედაქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტი მოამზადა და დასადგენად საკრებულოს წარუდგინა.

ახალი წესი დეველოპერის მიერ საკომპენსაციო რგვებს ითვალისწინებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ნარგავების შემდგომ მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგს, უშუალოდ, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური  განახორციელებს.

ცნობისთვის, ახალი პროექტის თანახმად, მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვის გაცემის წესი და პირობები, საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები, ასევე, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირისათვის საჭირო პირობები/კრიტერიუმები და მწვანე ნარგავების გადარგვისათვის საჭირო კრიტერიუმები  დადგინდება.

ნინო ზარიძე

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*