შსს-ს ცნობით,  საქართველოში იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩატარდა.

კვლევის თანახმად, ქვეყანაში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.  ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს.  მათი დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია, თუმცა იზრდება 4-6-წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაც.

როგორც კვლევიდან ვიგებთ, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1,3%-ს შეადგენს.

 მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა.

2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% – აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი.

მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა, ხოლო, რაც შეეხება რეექსპორტს, მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების რეექსპორტი 37%-ით შემცირდა და საერთო რეექსპორტის 8% შეადგინა.

ნინო ზარიძე

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები