არქიმანდრიტი კახაბერ გოგოტიშვილი და მამა დავით ჭინჭარაული ბრალდებულ გიორგი მამალაძეს დღეს,12:00 საათისთვის ე.წ. მატროსოვის ციხეში შეხვდებიან.

კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, შეხვედრა დეკანოზ მამალაძის ინიციატივით შედგება, რომელსაც სურს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს “რაღაც” გადასცეს.

“მზადდება საბუთები მამა გიორგისთან შესასვლელად. სავარაუდოდ ხვალ 12.00 საათისთვის შევალთ მე და დავით ჭინჭარაული. შეხვედრა მამა გიორგის სურვილით ხდება. როგორც ის აცხადებს, მას სურს პატრიარქს რაღაც გადასცეს“, – თქვა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

21 ივნისს, პატრიარქისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არქიმანდრიტ დავითსა (ჭინჭარაული) და მამა კახაბერს (გოგოტიშვილი) ბრალდებულ დეკანოზის მონახულება დაავალა.

დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*