400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორცსაქართველოში, ისე უცხოეთის წამყვან კლინიკებში–დაარსებიდან 3 წლის თავზე „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობა შეაფასა და მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადასარჩენად თანხა გაიღო. პრემიერ-მინისტრის თქმით, „სოლიდარობის ფონდმა“ადამიანების დასახმარებლად მოქალაქეების გაერთიანების უპრეცედენტო გამოცდილება შექმნა.

“ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ცა ჩამოიქცევა, სტიქიური უბედურება დაგვატყდება ან დიდი ტრაგედია მოხდება, შეგვიყვარდეს ერთმანეთი, გავერთიანდეთ და უპრეცედენტო სოლიდარობის გრძნობით აღვივსოთ. სოლიდარობის ფონდი  სრულიად სხვა პრეცედენტსქმნის. როდესაც ცა ჩამოიქცევა ერთ კონკრეტულ ოჯახში, ერთი რომელიმე ბავშვის თავს, ჩვენამ დროს ვერთიანდებით და ვეხმარებით ასეთ ოჯახს. სწორედ ასეთი ტიპის სოლიდარობაზეარის აგებული თანამედროვე საზოგადოება, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს თანამედროვემსოფლიოს ნაწილი. სწორედ ამიტომ არის ეს ფონდი მნიშვნელოვანი და ამიტომ არის ჩვენიგაერთიანება  ასეთი ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად უკიდურესად მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომლისიდეაც იყო ამ ფონდის შექმნა და წამოიწყო ძალიან კარგი საქმე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მარიამ ჯაშს, რომელიც ასევე იდეის სათავესთან იდგა და დღესაც მხარში უდგას”სოლიდარობის ფონდს”. თუმცა, უპირველეს ყოვლისა,  მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ძალიან მცირედი რესურსი გაიღო, რათა „სოლიდარობის ფონდს“გადაერჩინა ამდენი ბავშვის სიცოცხლე საქართველოში. მადლობა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ინიციატივა გაიზიარეს და, რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეებს,რომლებიც ყოველთვიური ხელფასიდან აკეთებენ დანაზოგს, რათა ბავშვების სიცოცხლეგადავარჩინოთ!” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეების სოლიდარობის ძალისხმევით, ფონდის საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

„სოლიდარობის ფონდის“ იდეის გარშემო უკვე გაერთიანებულია 700-ზე მეტი საჯაროსამსახურის 60 000-ზე მეტი თანამშრომელი, 70 ორგანიზაცია და 53 სტუდენტურითვითმმართველობა, რომელთა სოლიდარობის შედეგად, ფონდში 10 მილიონ ლარზე მეტითანხის მობილიზება მოხდა.

 

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები