“ზალიკო არის მაგალითი იმის, – თუ რა არ უნდა გაუკეთო ადამიანს”, – ამის შესახებ, ასისტენტ-პროფესორი, გიორგი მიქანაძე სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის წარდგენის ვიდეოს ეხმაურება.

“მე ვფიქრობ ზალიკო არის მაგალითი იმის, – თუ რა არ უნდა გაუკეთო ადამიანს.

მე ვიფიქრობ ქართულ პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს ასეთი ხელოვნური გათვლები და ქმედებები!

მე ვფიქრობ, ბოლო ბოლო მასიურად აიღონ ამ კარგმა ტიპებმა და გადადგან ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს ისტორიისა და მომავლისთვის ესოდენ საჭირო ნაბიჯი, – გარისკონ, მოვიდნენ პოლიტიკაში.

სხვა გამოსავალს ფუნდამენტური, სწრაფი, სასიკეთო ცვლილებებისკენ ვერ ვხედავ.” – წერს გიორგი მიქანაძე.

(Visited 690 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*