„საზიარო ეკონომიკა“ – ეს ტერმინი პირველად 2000 წლის დასაწყისში გამოჩნდა. სამეცნიერო წრეებში მასზე საუბარი პირველად პროფესორმა ლოურენს ლესიგმა 2008 წელს დაიწყო. დღესდღეობით, ამ ტერმინის შესახებ იმაზე მეტი გვესმის,ვიდრე ამას წლების წინ სკეპტიკოსები წარმოიდგენდნენ. დღეს „საზიარო ეკონომიკის“ შესახებ არათუ საუბრობენ, პრაქტიკაშიც კი აქტიურად ახორციელებენ კონცეფციის ძირითად ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს.
„საზიარო ეკონომიკის“ შესახებ პირველ რიგში, რაც შეიძლება ვთქვათ ისაა, რომ იგი გულისხმობს პროდუქტებთან და სერვისებთან მეტ წვდომას. კონცეფციის თანახმად, ამ ყოველივეზე წვდომა უფრო მეტად მნიშვნელოვანია,ვიდრე მათი მფლობელობა.
ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა მნიშვენლოვანი წვლილი შეიტანეს „საზიარო ეკონომიკის“ განვითარებაში. დღეს ადამიანებს შეუძლიათ, ნებისმიერი სახის რესურსის არა ყიდვა, არამედ ზიარად მოხმარება, შექმნა ან წარმოება. კონცეფციის შესახებ მომავალში საუბარი უფრო უპრიანია,რადგან ფიქრობენ რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში ჩვენ დავიწყებთ ჩვენი ქონების გაზიარებას და მფლობელობის ნაცვლად მათ გამოყენებას მივანიჭებთ უპირატესობას. რაც ნიშნავს იმას,რომ თუ სიტყვაზე რაიმე ნივთის შესაძენად ჩვენ უნდა გადაგვეხადა 30 დოლარი, ამ ნივთის თხოვებითა და მისი გამოყენებით ვიხდით შედარებით ნაკლებს.
რატომ არის სასარგებლო „საზიარო ეკონომიკა“? – ფინანსურ სარგებელთან ერთად, მისი საშუალებით მცირდება რესურსების ფუჭად გამოყენების შანსები,რადგან ერთობლივი მოხმარება, გაზიარება იმის რაც გაქვს და არ გჭირდება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
„საზიარო ეკონომიკა“ ცნობილია როგორც ჰიბრიდული ეკონომიკა, ან როგორც „ხალხის ეკონომიკა“, რადგან ადამიანები მთავარი აქტორები არიან მისი წარმოების პროცესში. ისინი ინდივიდუალურად, ჯგუფურად, კომპანიების თუ ორგანიზაციებისა და ასოციაციების მეშვეობით მონაწილეობენ „საზიარო ეკონომიკის“ ბრუნვაში. ადამიანის უფლებები აუცილებლადაა დაცული. ადამიანები არიან მთავარო მომმარაგებლები საქონლის, პროდუქციისა და სერვისების. ისინი ქმნიან, ამუშავებენ, აწარმოებენ და დისტრიბუციას აკეთებენ. პროცესი მიმდინაროებს ადამიანებს შორის (person to person – P2P).
დღესდღეობით, ბევრი ინტერნეტსაიტია ხელმისაწვდომი,რომლებიც სწორედ „საზიარო ეკონომიკის“ პლატფორმებს წარმოადგენენ. საქართველოში ერთ-ერთი ასეთია www.damemgzavre.ge, რომელიც აკავშირებს სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებსა და მგზავრებს. ხდება კლიენტის სასურველ და მძღოლის მარშრუტს შორის დამთხვევა. ადამიანები აღარ იხდიან ძვირს და იაფად ემგზავრებიან სხვას. ეს უკანასკნელი კი იღებს დამატებით შემოსავალს სხვისი დამგზავრებით და თან არ ცვლის თავის მარშრუტს.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პლატფორმას წარმოადგენს www.airbnb.com, სადაც შეგიძლიათ დაიქირავოთ ბინა პირდაპირ მფლობელისგან. ფულის დაზოგვის ეს საშუალება სარფიანია მეორე მხარისთვისაც, რადგან ვისაც ზედმეტი ფართი აქვს და ცარიელი რჩება რაღაც ვადით, ამ კონკრეტული ოპერაციით ის შემოსავლის ახალ წყაროს მიიღებს.
ნათია კეკენაძე