„რეალურად თუ გაქვს 40 %-ის მხარდაჭერა, მაჟორიტარების ხარჯზე იღებ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ამაზე მსჯელობაც კი უხეხულია.ვერც ერთი ამ ხრიკით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნას ვერ გაიხანგრძლივებს“. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.

„აქ საუბარია შერეულ სისტემაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის, საქართველოში, ყველა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა, უბრალოდ, ხელისუფლების მხრიდან დამატებითი ხმების მიღების და უსამართლო ბალანსის შესაქმნელად პარლამენტში.აქეთ გვსაყვედურობდნენ, ნახეთ რა მაგრები ვართ, გადავდივართ პროპორციულ სისტემაზეო და მთელი ეს განხილვების პროცესი, ის პროპორციული სისტემა, რომელსაც გვთავაზობდნენ, არ არის სისტემა, რომელიც საქართველოს დემოკრატიას წაადგება.

ბონუსის სისტემა ასევე მიზნად ისახავს, რომ მთავრობამ მიიტაცოს მეტი ხმები იმტომ, რომ მათ არ აქვთ მოლოდინი და ძალიან სამართლიანად, რომ ისინი შეძლებენ სამართლიან პროპორციულ სისტემაში მართლაც უმრავლესობა მოიპოვონ.მთელი ეს პერიოდი ხელისუფლება ცდილობს, რაიმე გზით, ან შერეული სისტემის დატოვებით, ან ბონუსის სისტემით შეეცადოს, რომ უსამართლოდ მოიპოვოს დამატებითი ხმები.

ზიანდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ტრადიცია. მთელი პროცესის განმავლობაში მათი ამოცანა იყო ხელოვნურად ძალაუფლების გახანგრძლივება. 2024 წლის დასახელება ეს არის უბრალოდ საკითხის გადადება“ , – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*