მამა შალვა კეკელია გაზეთ „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში სასულიერო აკადემიაში არსებულ ვითარებაზე მომზადებულ კრიტიკულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც „რუსთავი 2″-ის ეთერში გავიდა.

„აკადემიის წინააღმდეგ დიდი ხანია, ბრძოლა დაიწყო. ახლაც ის ხალხი გამოდის, ვინც 2004 წელს გამოდიოდა. იმ დროსაც იკრიბებოდნენ კონკრეტულ პირთან, რომელიც აძლევდა მათ დავალებებს თუ დირექტივებს და ასეა დღესაც. მაშინაც და ახლაც ამ ყველაფრის უკან „რუსთავი 2″ დგას. დღეს საცხოვრებლად ჩვენს აკადემიაში რვა ოთახი გვაქვს და 44 კაცია პანსიონში, 7 კაცი ერთ ოთახში ცხოვრობს, სხვანაირად ვერ დავაბინავებდით. ასე იქნება, სანამ ახალ შენობაში გადავალთ. იქამდე კი, უარს ვერ ვიტყოდით და იძულებულები ვართ, ერთად ვიცხოვროთ. გამოიყვანეს სტუდენტი და ისე საუბრობს,თითქოს მას შესტკივა გული აკადემიაზე და ჩვენ არა. უსუფთავესი მღვდლები არიან იქ ლექტორებად. რომელიმე შემჩნეულია არაწმინდა ცხოვრებაში? მამა გიორგი ზვიადაძეს კი ბევრი იცნობს და აბსურდულია, რასაც მასზე ამბობენ. მე დამაბრალეს, თითქოს მათგან ინფორმაციას ვითხოვდი. მოიყვანონ ის ადამიანი, ვისი აღსარებაც გავეცი. როგორც მოძღვარი, ვალდებული ვარ, ვიცოდე, ჩემი სტუდენტი როგორი წესით ცხოვრობს. ჩემი დანაშაული ის არის, რომ მათ ვენდობოდი”, – განაცხადა მამა შალვამ.

(Visited 158 times, 1 visits today)

კომენტარები