„ზალიკო უდუმაშვილთან ყველა შეთანხმება, მისი არჩევა შედგა მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე. კიევიდან ჩამოსულმა განაცხადა და კიევში მყოფმა მიიღო გადაწყვეტილება,არ არის ერთი და იგივე. სააკაშვილის ჩვენს პარტიასთან მიბმა არ გვწყინს და პირიქით გვიხარია, მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშილი მართავს პარტიას, ამაზე მტკნარი სიცრუე არ არსებობს“. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.
„საქართველოში ორი რაღაც არის დაულეველი, ,ჭორების ფაბრიკა და კასანდრები, წინასწარმეტყველები, რომლებმაც ყველაფერი იციან წინასწარ, მაგრამ აღარავის ახსოვს ამას როგორ ამტკიცებდა. ქალაქში,სადაც მრავალი ათასი ადამიანი უფასო სასადილოზეა დამოკიდებული, სადაც 30 ათასზე მეტი ოჯახი სოციალურ შემწეობას ელოდება, ქვიშის ორმოში პოლიტიკოსი ბავშვების თამაში უნდა დამთავრდეს. ხალხს არჩევნების მიმართ დაკარგული აქვს ნდობა. ვილაპარაკოთ საცობებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, როდესაც ქვეყანაში 3%-იან ზრდას ბუკნაღარით ხვდება ხელისუფლება და ამბობს,რომ ამისთანა წარმატება არასოდეს არავის ჰქონია.
ჩვენ ოლიმპიელები არ ვართ, რომ არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ მივიღოთ, რომ უბრალოდ ამ დღესასწაულის მონაწილეები გავხდეთ. ჩვენი მიზანია გამარჯვება, რაც შეეხება ზალიკო უდუმაშვილს ,15 წელი მის ხელში გადიოდა ყველა მთავარი სოციალური და პოლიტიკური ახალი ამბავი. მას გაცილებით მეტი კომპეტენცია და ცოდნა აქვს, ვიდრე ბევრ პოლიტიკოსს.
მან რატო უნდა აგოს პასუხი ბევრ შეცდომაზე, როდესაც შემოდის განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზალიკო ჩვენი პარტიის წევრი არ არის, მას არ აწვიმდა და არ ათოვდა, მაგრამ გადაწყვიტა პოლიტიკაში შესვლა იმიტომ, რომ დაენახა უკეთესად ხალხის პრობლემები.მერი იმდენად პოლიტიკური თანამდებობა არ არის, რამდენადაც პასუხისმგებლობა აკისრია მილიონზე მეტ მოსახლეობიან ქალაქზე“ , – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მანანა ღოღობერიძე