„2010 წელს დაარქვეს საყოველთაო კონსენსუსი და როგორ მოირგო ეს კონსტიტუცია ერთმა ადამიანმა, ყველამ ნახეთ. დღეს შედარებით ნაკლები კონსენსუსი იყო, მაგრამ ვიცით, რომ მივიღეთ დახვეწილი კონსტიტუცია“.ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ ხალხს ვეუბნებოდით, რომ ჩვენს გუნდში ამ საკითხზე არის აზრთა სხვადასხვაობა. რადიკალური პოზიციები იყო,რომ მაჟორიტარული სისტემა არა თუ 2020, 2024 წელს და სულ უნდა დარჩენილიყო. მათი არგუმენტი იყო,რომ არაპარტიული ადამიანები ვერ გახდებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს წევრები. ვამბობდით,რომ პროპორციული სისტემა არის უკეთესი, დემოკრატიულობის ხარისხი კიდევ უფრო იზრდება, საპარლამენტო მოწყობის რესპუბლიკაში უკეთესია პროპორციული სისტემა.

საბოლოოდ ორივე მხარემ დავთმეთ პოზიციები. მაჟორიტარულის მომხრეებმა თქვეს, რომ კი ბატონო, გარდამავლ ეტაპზე დარჩეს, ჩვენ ვთქვით, რომ ოღონდ გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე და ოღონდ წინა პარლამენტში, როდესაც კონსენსუსი ვერ მიიღწა, ის არ გავიმეოროთ და ამ მიზნით, კი ბატონო, დავთმოთ, რომ 2020 წელს იყოს შერეული სისტემა,

2024 წელს ნამდვილად გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე.იმის თქმა, რომ გარანტია არ არის, ეს არი ტყუილი, გამიზნული ტყუილი. 3%-იანი ბარიერის დაწევით, გადაუნაწილებელი მანდატების რიცხვი მცირდება, კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება კი თითქმის შეუძლებელია“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები