ანაკლიის პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორისშერჩევის პროცესი დასრულდა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გადაწყვეტილებით პორტის ტერმინალ ოპერატორი წამყვანი ამერიკული კომპანია SSA Marine გახდა.
საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესში მსოფლიოს შვიდი დიდი კომპანიამონაწილეობდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტისტერმინალის ოპერატორი ამერიკული SSA Marine-ი გახდა.
მსოფლიოს უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის SSA Marine-ის სათავო ოფისისიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. SSA Marine-ი მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ახდენს ოპერირებას და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. გარდა ამისა, SSA Marine-ი მთელს მსოფლიოში 75 მილიონზე მეტ მშრალ ტვირთს ამუშავებს, ახდენს საკრუიზო გადაყვანებს მექსიკასა და ამერიკაში, ხოლო ამერიკაში 30-ზე მეტ პირველი კლასის ინტერმოდალურ სარკინიგზო მაგისტრალს უწევს ექსპლუატაციას.
„მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და გვიხარია, რომ ჩვენს მსოფლიო კლასის ისეთპარტნიორებს, როგორებიც არიან კონტი ჯგუფი, ვან ოორდი თუ სხვები, ასეთი მასშტაბისა და გამოცდილების მქონე კომპანია შეემატა. SSA Marine-ი მსოფლიოს უმსხვილესიპორტოპერატორია და მისი ქართულ პროექტში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი და საეტაპომოვლენაა“,- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმალევან ახვლედიანმა.
“ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი პერსპექტიული და ამბიციური პროექტის პარტნიორები გავხდით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური არის ის, რაც საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს, რაც საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში ტვირთების გაზრდასა და სამხრეთ კორიდორის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბობვოტერსმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალი 2020 წელს გაიხსნება. ამ დროისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე დაასრულა წინასამშენებლო კვლევები და გარემოზეზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა. ამჯერად დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ამავდროულად დასრულდა მუშაობა პორტის დიზაინზე და დიზაინის პროექტს კონსორციუმი 2017 წლის 30 ივნისს მთავრობას წარუდგენს. ანაკლიის პორტის სამშენებლოსამუშაოები ანაკლიაში 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.