ღამის საათებში ხმაურით არც თუ ისე ცოტა ადამიანი შეწუხებულა, თუმცა ხმაურის დონის განმსაზღვრელი და დამარეგულირებელი წესდება ამ დრომდე საქართველოში არ შემუშავებულა. პარლამენტში რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდნენ კანონპროექტზე, რომელიც ხმაურის შეზღუდვას ეხება.

როგორც ცნობილი გახდა, კანონპროექტი ძალაში 15 აგვისტოდან შევა და დაჯარიმების მექანიზმიც ამ დროიდან ამოქმედდება.

პროექტის მიხედვით, მოქალაქეებს ხმაურისთვის თავდაპირველად გააფრთხილებენ, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს 150 ლარით, ხოლო იურიდიულ პირებს – 500 ლარით დააჯარიმებენ. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი – 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარით დაჯარიმდება. კანონპროექტში  ხმაურის დონეები განსაზღვრული არ არის,  მაგრამ აღნიშნულია, რომ მთავრობამ ხმაურის დონის შესახებ რეგლამენტი 1 ივლისამდე უნდა მიიღოს.

ხმაურის დონე საქართველოს გარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც განსაზღვრულია. მაგ:  საფრანგეთი – 62 დეციბალი, გერმანია – 49 დეციბალი, ნიდერლანდები – 40 დეციბალი, ფინეთი – 46 დეციბალი, შვედეთი – 51 დეციბალი, ლატვია – 40 დეციბალი.

ნინო ზარიძე

 

(Visited 597 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*