,,ქართული სტილის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს ნიმუშს, ისტორიული ღირებულების ძეგლს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობას საფრთხე ემუქრება. აღნიშნული ნაგებობა m2-ის საკუთრებაა, რომელსაც სასტუმროს აშენება აქვს გადაწყვეტილი. დღესდღეობით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას იერსახის შეცვლა ემუქრება. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

ბოლო პერიოდში ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გრძელდება. თუ რა ბედი ეწიათ ინსტიტუტში მომსახურე პერსონალს, ვინ მიიღო აღნიშნული შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, ამ საკითხებზე ,,თბილისი თაიმსს“ ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, თემურ ჯოჯუა ესაუბრა.

თემურ ჯოჯუა – ,,ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობის დანგრევის მიზეზი ჩემთვის უცნობია, აღნიშნული შენობის მსგავსი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, სიძველითა და არქიტექტურით, თბილისში სულ სამია. ჩვენ ერთი წელია აღარ ვართ შენობაში, მაღლივის ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე გამოგვიყვეს ფართი. ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ მთლიანად არ დაანგრევენ ნაგებობას და რესტავრაციას გაუკეთებენ, ახლა ეს შენობა m2- მფლობელობაშია,“ – განმარტავს თემურ ჯოჯუა.

ეკა წიკლაური

 

 

 

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*