საქართველოს მასშტაბით ყველა ავტომობილი, რომელშიც აირბალონიდამონტაჟებული საფუძვლიანად უნდა  შემოწმდეს. აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მძოლებს ერთწლიანი ვადა აქვთ, რათა თავიანთი ავტომობილები შეამოწმონ და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღონ. ათვლა 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადა 2018 წლის 1 იანვარია.

ივნისში, ტექდათვალიერების ცენტრებში მიმართვამ ერთბაშად მოიმატა. ამის მიზეზად, სპეციალისტები საგზაო მოძრაობის ახალ 100  ქულიან სისტემას ასახელებენ.

100-ქულიანი სისტემის  ამოქმედების შემდეგ, მძლოებს თვითნებურად დამონტაჟებულ და შეუმოწმებელ ავტომანქანებზე ქულა აკლდებათ. ამ მიზეზით, მათ 10-15 ქულიანი ჯარიმადაერიცხებათ“.

კანონში შესული ცვლილების თანახმად, თითოეულ მძღოლს 1ივლისს 100 ქულა მიენიჭება და ამ ქულების ამოწურვის შემთხვევაში მათ მართვის უფლება 1 წლით ჩამოერთმევათ. შესაბამის ინფორმაციას ავტომობილების მძღოლები SMS-ის სახით მიიღებენ.

ნინო ზარიძე

 

(Visited 2,669 times, 1 visits today)

კომენტარები