3 ივლისს, 15:00 საათზე, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი ,,სკენარი“ ოფიციალურად იხსნება.

,,სკენარი“ 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს სამედიცინო ბაზარზე. ცენტრში მკურნალობა მიმდინარეობს სკენართერაპიით.

ეს მეთოდი  წარმატებით გამოიყენება ბავშვთა ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის, ინსულტის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაციის, პოსტრავმული რეაბილიტაციის, ნევროლოგიური (იშიაზი, რადიკულიტი, ნევრალგიები) და სხვა დაავადებების დროს.

სკენართერაპია ტექნიკურად დაინერგა ასტრონავტების სამკურნალოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში. სკენარს აქვს ევროპული სერტიფიკატი, მინიჭებული ბრიტანული ინსტიტუტის მიერ. ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, როგორც სამკურნალო აპარატი მსოფლიოს 38 ქვეყანაში: ინგლისში, აშშ-ში, რუსეთში, ესპანეთში, ჩინეთში, ბულგარეთში, უკრაინაში და ა.შ.

ოფიციალურ გახსნის ცერემონიას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოში მოღვაწე წამყვანი მედიკოსები.

 

(Visited 84 times, 1 visits today)

კომენტარები