ავტომობილების მძღოლების დარღვევათა სიაში ერთ-ერთ პირველ ადგილს პარკირება იკავებს.  როგორც ცნობილი გახდა, ავტომანქანის არასწორი პარკირებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 20 ლარამდე აღარ გაიზრდება და ძალაში არსებული 10-ლარიანი ჯარიმა დარჩება.

“დგომა აკრძალულია“ / “გაჩერება აკრძალულია“ ნიშნების დაუმორჩილებლობისთვის 20 ლარამდე რამდენიმე დღის წინ გაზრდილი ჯარიმა პარლამენტმა გააუქმა.  85 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტის სესიაზე აღნიშნულ ცვლილებას კენჭი მესამე მოსმენით უყარეს.

ცვლილება დაჩქარებული წესით მიიღეს, რადგან მისი ამოქმედების შემდეგ, ისევ შემცირების შემთხვევაში, მერიას„სითი პარკისთვის“ კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.

ნინო ზარიძე

(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები