„ყავაში მეორე ნივთიერება არის ალკალოიდი-თეობრომინი,რომელიც მოქმედებას იწყებს 20 წუთში და აქვს კოფეინის უკუმოქმედება“. ამის შესახებ ყავის ექსპერტმა, ბარისტა გარი არუთინოვმა „რუსთავი 2“-ზე, „დილა მშვიდობისა საქართველო“-ს ეთერში ისაუბრა.

„დილით ყავის მიღება არა მხოლოდ ფსიქოლოგიურია, ყავა არის სტიმულატორი ორგანიზმისთვის, შეიცავს კოფეინს,რომელიც უშუალოდ ახდენს სტიმულაციას. ყავა არის პროფილაქტიკის საშუალება ალცჰეიმერის, პარკინსონისთვის. ჩვენ ვმკურნალობთ და თან ვიღებთ სიამოვნებას.

კოფეინი მოქმედებას იწყებს ყავის მიღებიდან დაახლოებით 3 წუთის შემდეგ და აგრძელებს მოქმედებას დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ხსნადი ყავა არის ყველაზე უხარისხო და ფაქტობრივად აღარ აქვს კოფეინი.ამიტომ უმჯობესია ყავის მარცვლების შეძენა,რომელსაც თვითონ დაფქვავთ.

ე.წ ნალექიანი არის ტრადიციული ყავა,რომელიც აღმოსავლურად არის გაკეთებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყავის დაფქვა. ე.წ თურქული ყავის მოდუღების დროს, ბოლოსკენ შესაძლებელია 3-4 წვეთი ცივი წყლის დამატება“ , – განაცხადა გარი არუთინოვმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები