ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს.

ამ ეტაპზე ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ავიაციის დამატებაც არ გამოირიცხება.

ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ავტონაწილების მაღაზიები იწვის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*