თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია.

ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ხანძრის შედეგად 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ავიაციის დამატებაც არ გამოირიცხება.

ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ავტონაწილების მაღაზიები იწვის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები