შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ხ.ხ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ხ.ხ. 2014 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“.

ბრალდებული 2014 წლიდან საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა და აქტიურად  მონაწილეობდა ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

(Visited 12 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*