საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი, ნიკოლოზ სირაძე დაინიშნა.

სირაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა წარუდგინა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს დღეს შეხვდა.

შს მინისტრმა ნიკოლოზ სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

“ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს”, – აცხადებენ შსს-ში.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები