საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სიცხეში მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პრემიერმინისტრის 2014 წელს გამოცემული საწარმოო რეგლამენტის მიხედვით, 32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული და ისიც მხოლოდ საოფისე პირობებში. 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს სწორედ, ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს ამტკიცებს.“- ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

მათივე ცნობით, დოკუმენტის თანახმად, სიცხეში მუშაობა დაშვებულია შემდეგი ინტენსივობით: იმ საწარმოებში, სადაც ენერგოდანახარჯების ინტენსივობა 120 კილოკალორიამდეა საათში და გულისხმობს ჯდომით მდგომარეობაში მუშაობას, რომელსაც ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვა, მუშოაბა 32 გრადუს ცელსიუსსზე, დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაშია დაშვებული. საუბარია რიგ პროფესიებზე მრეწველობაში, პოლიგაფიულ და კავშირგაბმულობის საწარმოებში, მათ შორის კონტროლიორებზე და სხვადასხვა სახის საწარმოების ოსტატებზე. აღნიშნული პროფესიები წარმომადგენელთათვის 31.5 გრადუსს ზემოთ 3 საათია დაშვებული საოფისე და სხვა შედარებით მსუბუქი დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებისთვის.

იმათთვის კი ვისი სამუშაოც დაკავშირებულია სიართულთან 10 კილოგრამი სიმძიმის გადატანით და გადაადგილებით, რომელსაც თან ახლავს მძიმე და დიდ და ზომიერ ფიზიკურ დაძაბვას (საჩამომსხმელო, სამჭედლო, თერმული, შემდუღებელი საამქორები, საგლინავი, მანქანათმშენებლობის და მეტალურგიული საწარმოები, ხელით ჭედვის პროცეს, საჩამომსხმელო საამქროებში ხელით დატენვა და ჩასხმა) 31 გრადუსის შემდეგ მუშაობა უნდა შეიზღუდოს. საათობრივი შეზღუდვა მძიმე სამუშაოს შემსრულებელთათვის დაწესებულია 26 გრადუს ცელსიუსიდან. საათობრივი რეჟიმი უნდა დაიცვან საოფისე და შედარებით მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებმა 28 გრადუსიდან ზევით.

პროფესიული კავშირების გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციები მოითხოვენ ხელისუფლებამ, მეწარმეებმა და დამსაქმებლებმა პატივი სცენ მთავრობის ხელმძღვანელის 2014 წლის 15 იანვრის №69-ე დადგენილებას (ტექნიკური რეგლამენტი – საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ) და ჯანრმთელბისთვის უსაფრთხო პირობები უზრუნველყონ ცხელ დღეებში.

გარემოს ეროვნული სააგენტო უხლოესი რამდენიმე დღის მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ცალკეულ რაიონებში ტემპერატურა 40° იქნება.

(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები