4 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრის სარკეებიან დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია ლადო ათანელის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი, იანო ალიბეგაშვილი და ლადო ათანელი.

ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამოთბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 7 ივლისს, 19:00 საათზე შედგება, რომლის დასრულების შემდეგაც გაიმართება  ლადო ათანელის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია.

საღამოზე შესრულდება სცენები ოპერებიდან „ბედის ძალა“(ჯუზეპე ვერდი) და „ტოსკა“(ჯაკომო პუჩინი).

ლადო ათანელს პარტნიორობას გაუწევენ იანო ალიბეგაშვილი და ბადრი მაისურაძე,თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი და ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული – არმაზ დარაშვილი, ოპერის გუნდის მსახიობი იური ასლანიშვილიდა სტაჟიორი – გიორგი ჭელიძე. კონცერტში ასევე მონაწილეობენთბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

ლადო ათანელისა და ბადრი მაისურაძის მსოფლიო თეატრების სასცენო პარტნიორობიდან აღსანიშნავია ოპერები: „აიდა“ ბერლინის დოიჩე ოპერაში, „ბედის ძალა“ ბუდაპეშტის ოპერის თეატრში,„ბალ-მასკარადი“ ბარსელონას ლისეოს თეატრში. ასევე,იანო ალიბეგაშვილის და ლადო ათანელის ერთობლივი გამოსვლები „ბალ-მასკარადში“ თბილისის, ჰამბურგის, ვენის საოპერო თეატრებში და „მაკბეტში“ ბერლინის დოიჩე ოპერასა და ბუდაპეშტის ოპერის თეატრში.

ლადო ათანელის დებიუტი შედგათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1989 წელს, ვერდის „ბალ-მასკარადში“ რენატოს პარტიით. ლადო ათანელიფრანსისკო ვინიასის, ი. ჩესტელის და ბელვედერეს ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების პირველი პრემიისა და გრან-პრის მფლობელია. 1996 წლიდან მომღერალი დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე – ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვენა, მილანი, ციურიხი, ჟენევა, მოინხენი, ვაშინგტონი, ტოკიო. ბარიტონი აღიარებულია ვერდის, პუჩინის, ჯორდანოს, ლეონკავალოს, მასკანის, მასნეს ოპერების საუკეთესო შემსრულებლად. მის რეპერტუარშია 40-მდე საოპერო პარტია, მათ შორის: სკარპია, ჟერარი, ტონიო, იაგო, მაკბეტი, ნაბუკო, რიგოლეტო, ბარნაბა და სხვა.

2003 წელს EMI Classics-მა დისკზე ჩაწერა პონკიელის ოპერა“ჯოკონდა“, სადაც ლადო ათანელმა ბარნაბას ურთულესი პარტია შეასრულა პლასიდო დომინგოსთან ერთად. 2005 წელს გამოიცა  მისი პირველი სოლო ალბომი „საოპერო არიების“ სახელწოდებით, 2009 წელს გამოვიდა მეორე ალბომი – „ბარიტონის არიები“. გამოცემულია DVD – ვერდის „ოტელო“, მასნეს „ტაისი“, ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“. 2009 წელს ლადო ათანელმა დაარსა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ნიჭიერ ვოკალისტებს და გზა გაუკაფოს მათ საერთაშორისო სარბიელზე. 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი. 2011 წელს ლადო ათანელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და დაჯილდოვდა ოქროს მედლით.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*