აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რომის პაპი ფრანცისკე მხარდაჭერას უცხადებენ 10 თვის ბრიტანელ ჩარლი გარდს, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მალე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთავენ. ამის შესახებ BBC წერს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის წევრები ბავშვის მშობლებს დაუკავშირდნენ. უფრო ადრე კი ტრამპმა Twitter-ში დაწერა, რომ მზად არის დაეხმაროს ჩარლის, რომელსაც ექიმებმა იშვიათი გენეტიკური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
ბრიტანელი ექიმების თქმით, ბავშვის მკურნალობა შეუძლებელია და მიიჩნევენ, რომ მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთვა აუცილებელია.
ამასთან, ამერიკელმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ მზად არიან პატარას ექსპერიმენტული თერაპიის კურსი ჩაუტარონ. ბავშვის მკურნალობის დასაფინანსებლად მილიონზე მეტი ფუნტი სტერლინგი შეგროვდა
თუმცა ბრიტანულმა კლინიკამ სასამართლოს მიმართა, რათა ბავშვის ბედი მას გადაეწყვიტა. საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩარლის დაგეგმილი მკურნალობა სერიოზულ ტკივილებს მიაყენებდა.