„საქართველოში მოსახლოების 21%-ს ჰქონდა კატასტროფული, გამაღარიბებელი დანახარჯები, დღეს ეს რიცხვი შემცირებულია, მაგრამ არ არის სიხშირე შემცირებული იმიტომ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტში არ გვაქვს მედიკამენტები“. უფასო წამლების პროგრამის შესახებ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.

„2013 წლის შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოტანით ჩვენ შევძელით და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მოქალაქეების ფინანსური დამოკიდებულება ჯანდაცვის ხარჯებზე. მითუმეტეს, რომ მთელ მსოფლოში ჯანდაცვაში ფასები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგში, ამის მიზეზი არის ახალი ტექნოლოგიები, მოსახლეობის დაბერება.

ამ პროგრამით, დაახლოებით 100-დან 200 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს,რომლებსაც აქვთ 5 ძირითადი ქრონიკული დაავადება და სჭირდებათ ყოველდღიური მედიკამენტები. ბიუჯეტში უკვე მოძებნილია პროგრამისთვის საჭირო 4-5 მილიონი. ცალკე ღონისძიება იქნება გატარებული, რომ ამ ქვეყანაში ექიმებმა რაციონალური მედიკამენტების რაოდენობა გამოწერონ“ , – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო ცვლილებებიც შეაფასა: „კონსტიტუციის ის დოკუმენტი,რომელიც მივიღეთ, გაუძლებს ათწლეულების და საუკუნეების გამოცდას. ეს არის საფუძველი, რომ ეკონომიკა განვითარდება. კონსტიტუციაში გამოკვეთილია ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება“.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 8 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*