საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ფონდის თანამშრომლები ოყურეშის ახლადრეაბილიტირებულ საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

სკოლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში განახორციელა. კომპაქტის თანადაფინანსების სახით, სკოლის გარეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ეზოს მოწყობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ოყურეშის საჯარო სკოლაში სრულად რეაბილიტირებული 1490 კვ მეტრი ფართია, რომლის სრული ბიუჯეტი 335,299.48 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები კომპანია Ltd MC Group (MCG) განახორციელა. სკოლაში დღეისათვის 44 მოსწავლე სწავლობს, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ სკოლას შეუძლია მოსწავლეთა რაოდენობა გაასამმაგოს.
2017 წლის აგვისტოში სკოლა ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება. ფონდის დაფინანსებით, ასევე მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები.

(Visited 8 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*